მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში არჩევნების წინ, ერდოღანმა საჯარო მოხელეებს ანაზღაურება 45%-ით გაუზარდა

645b72d15fc68
გიორგი თოლორდავა
10.05.23 17:57
1332
არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სახარჯო სექტორში დასაქმებული მოქალაქეებისთვის ანაზღაურების 45%-ით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

ცვლილება დაახლოებით 700,000 თანამშრომელს შეეხება, მინიმალური ყოველთვიური ანაზღაურების მოცულობა კი 15,000 ლირამდე გაიზარდა, რაც 770 დოლარის ეკვივალენტია.

ექსპერტების შეფასებით, ერდოღანის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში დაგეგმილ ისტორიულ არჩევნებთან, რომელშიც ამჟამად, გამოკითხვების შედეგად, ოპოზიცია ლიდერობს.

ქვეყნის მასშტაბით ანაზღაურების მკვეთრი ზრდა, სავარაუდოდ, ინფლაციური წნეხის ზრდას შეუწყობს ხელს. ცნობისთვის, ამჟამად თურქეთში ინფლაციის დონე 44%-იან ნიშნულზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები