მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქულმა კომპანია Koc Kablo-მ საქართველოში კაბელების მწარმოებელი ქარხანა გახსნა

5f14501fe1367
BM.GE
19.07.20 17:38
2339
კაბელების მწარმოებელმა თურქულმა კომპანიამ Koc Kablo საქართველოში პირველი საწარმო გახსნა. ქარხანა თბილისში, ლილოს სამეწარმეო ზონაში მდებაროებს. 

ახალი საწარმო 6 მილიონი დოლარის ინვესტიციით, "იშბანკისა" და პროგრამა "აწარმოე საქართველოშის" დახმარებით შეიქმნა. "აწარმოე საქართველოში"-ის ინფორმაციით, ახალი ქარხანა 50 ადამიანს დაასაქმებს. 

"გულწრფელად ვულოცავთ “ქოჩკაბლოს” (KOC Cable) საქართველოში პირველი საწარმოს გახსნას, რომელიც მრავალფეროვანი საკაბელო ტიპის პროდუქციის წარმოებაზე იქნება ორიენტირებული და, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ინდუსტრიული მიმართულების განვითარებასა და ეკონომიკის ზრდას.

სს "იშბანკი საქართველო" მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში ინდუსტრიული სექტორის განვითარებას და უსურვებს ქოჩკაბლოს (KOC Cable) დიდ წარმატებას,"- ნათქვამია ქარხნის გახსნის შესახებ "იშბანკის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თურქულ კომპანია Koc Kablo ბაზარზე 1972 წლიდან საქმიანობს, ქართულ ბაზარზე კი კომპანიამ შვილობილი 2017 წელს დააფუძნა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები