მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუშეთში შესაძლოა 7,8 კმ-იანი საბაგირო მოეწყოს

5e0f18b6d4adc
ანუკა ჯოხაძე
04.01.20 15:05
2172
თუშეთში შესაძლოა 7,8 კმ-იანი საბაგირო მოეწყოს. ამის შესახებ BM.GE-ის კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

როგორც ქადაგიშვილი ამბობს, კერძო კომპანიამ უკვე მოამზადა პროექტი, რომლის ღირებულება 20 მილიონ ევროს არ გადააჭარბებს.

კახეთის გუბერნატორის განმარტებით, ამ ეტაპზე კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის დეტალების გარკვევა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდგომ შესაძლოა, სამშენებლო პროცესი დაწყოს.

"თუ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება, დარჩება მხოლოდ მშენებლობის დაწყების პროცესი. ვადებს წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ეს მომავალ წელს დაიწყება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის შედარებით ინოვაციური პროექტი, მაგრამ უკვე კარგად აპრობირებული, მას არ სჭირდება ელექტროენერგია ანუ ავტონომიურად მოძრაობს და მას თავისი ძრავი აქვს და ის დიდი დანადგარები, რაც კლასიკურ საბაგიროებს ამოძრავებს, არ სჭირდება, ფასიც გაცილებით ზომიერია. სიგრძე დაახლოებით 7,8 კილომეტრია, ხოლო ღირებულება არ იქნება 20 მილიონზე ძვირი", - ამბობს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები