მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტვ პირველის” დამფუძნებელი არხიდან ვახო სანაიას და ნინო ჟიჟილაშვილის წასვლას ეხმაურება

5ee3dfd160323
BM.GE
13.06.20 00:00
4888
“ტვ პირველის” დამფუძნებელი არხიდან ვახო სანაიას და ნინო ჟიჟილაშვილის წასვლას ეხმაურება. როგორც ვატო წერეთელი "ფეისბუქზე" წერს, ნინო ჟიჟილაშვილის და ვახო სანაიას თავისუფლებაში არავინ ჩარეულა.

"ეკრანიდან არ გამიგია, რომ პოლიტმეტრი ტოვებდა "ტვ პირველს", თუმცა ეპილოგით მაინც გაოცებული ვარ. არ მწყენია. გამიკვირდა. არავის გაუშვია ნინო და ვახო არხიდან და არც არავინ ჩარეულა მათ თავისუფლებაში, უნდოდათ გადასვლა და გადავიდნენ სხვა ტელევიზიაში. წარმატებებს ვუსურვებ მათ "ფორმულაზე". მე კი ველოდები ახალ შემოტევებს "ტვ პირველის" წინააღმდეგ. ყოველთვის ვიამაყებ ჩემი ტელევიზიის თავისუფლებითა და დამოუკიდებლობით, დანარჩენს მაყურებელი თავად ნახავს", – წერს ვატო წერეთელი.

შეგახსენებთ, ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა „ტვ პირველი“ დატოვეს. ისინი „ტვ პირველის“ მაყურებელს გადაცემა „პოლიტმეტრში“ დაემშვიდობნენ.

"ძალიან მარტივად და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ არ მოგვწონს ის, რაც ჟურნალისტური სტანდარტის და გემოვნების, ასევე, ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით "ტვ პირველზე" ხდება. არ მოგვწონს და ვერ ვერაფერს ვცვლით", - თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა.

ვახო სანაიამ კი აღნიშნა, რომ თანამშრომლობის რესურსი როგორც აღმოჩნდა ამოწურულია, –„კერძო არხსაც აქვს უფლება ისე გააგრძელოს, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ“.

მისივე თქმით, არხს ტოვებს “პოლიტმეტრის” რამდენიმე პროდუსერი და ჟურნალისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები