ფოთის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა.
2022 წლის I კვარტალში საქართველოს უმსხვილესმა პორტმა 1 836 848 ტონა ტვირთი და 74 853 TEU კონტეინერი გადაამუშავა, - ინფორმაცია, რომელიც APM TERMINALS POTI-ის და მისი მოიჯარეების კონსოლიდირებულ მაჩვენებლებს მოიცავს, BMG-ის APM TERMINALS POTI-მ მოაწოდა.
გადამუშავებული ტვირთი 2022 წლის იანვარ-მარტი
• ნავთობი - 118 563 ტონა
• გენერალური ტვირთი - 869 499 ტონა
• ნაყარი ტვირთი - 848 786 ტონა
თვეების მიხედვით ყველაზე მეტი ტვირთი პორტმა მარტში მიიღო.
ტვირთების და კონტეინერების რაოდენობა თვეების მიხედვით / 2022 წელი
• იანვარი - 559 891 ტონა / 21 356 TEU კონტეინერი
• თებერვალი - 638 093 ტონა / 26 242 TEU კონტეინერი
• მარტი - 638 864 ტონა / 27 255 TEU კონტეინერი.