200-ლარიანი კომპენსაციების გაცემის სქემა უკვე ცნობილია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, მოქალაქეები, რომლებიც დაქირავებით იყვნენ დასაქმებული და მათ COVID-19-ის პანდემიის ფონზე შეუჩერდათ ხელფასის მიღება კომპენსაციებს მათი დამსაქმებლების მიერ ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენილი დოკუმენტის საფუძველზე მიიღებენ. შესაბამისად, უმუშევრად დარჩენილების შესახებ ინფორმაციას თავად დამსაქმებლები წარადგენენ და არა დასაქმებულები. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, კომპენსაცია შეეხებათ იმ პირებს, რომელთაც 2020 წლის პირველ კვარტალში ერთხელ მაინც უფიქსირდებათ ხელფასის აღება. როგორ და ვინ მიიღებს 300 ლარიან დახმარებას ?