მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თვითმომსახურების სადგურებზე მომხმარებლების რაოდენობა იზრდება - ვისოლი

64130fd2a9589
BM.GE
18.03.23 12:00
3168
„თვითმომსახურების სადგურებზე მომხმარებლების რაოდენობა იზრდება“ - ამის შესახებ BMG-ს გადაცემა „საქმიან დილაში“  „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა საუბრობს. მისი თქმით, „სელფ-სერვის“ სადგურებზე გაზრდილი მოთხოვნა დღეს მსოფლიო მოცემულობაა.

„თვითმომსახურების სადგურებზე გაზრდილი მომხმარებლის რაოდენობა - ეს მოცემულობაა. თუ ჩვენ ვნახავთ განვითარებულ ქვეყნებს, იქ ზუსტად ამ ტიპის ინფრასტრუქტურაა განვითარებული და ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე.

ძალიან გაჭირდა დღეს 1000 ლარამდე ხელფასით ადამიანის დაქირავება. შესაბამისად, რაც დრო გავა, კიდევ უფრო დაფასდება ადამიანის შრომა. არ არის ჩამსხმელ-ოპერატორი ის პოზიცია, რომელიც გრძელ ვადაში უნდა იყოს ჩვენი ტიპის ინდუსტრიებში. ჩვენი ტიპის ინდუსტრიებში მომხმარებელი ფულს იხდის მაღაზიებში“, - ამბობს ვასილ ხორავა.

კითხვაზე ხომ არ გამოიწვევს თვითმომსახურების ახალი სადგურების გახსნა თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას, „ვისოლის“ გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ კადრების შემცირება არ იგეგმება.

„პირიქით, თანამშრომლების მიღებაზე გვაქვს კონკურსი გამოცხადებული და დიდი სიამოვნებით მივიღებთ ჩამსხმელ-ოპერატორად და დავასაქმებთ მათ ჩვენს რიგებში. მაგრამ ეს ბაზრის ტრენდია, რასაც ერთი კომპანია, „ვისოლი“ თუ სხვა, წინ ვერ აღუდგება.

ჩვენ გვყავდა არაერთი ჩამსხმელ-ოპერატორი, რომლებსაც უმაღლესი განათლება ჰქონდათ, თან არაერთი, და სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ისინი თავის პროფილით ვერ შოულობდნენ სამსახურს, საქმდებოდნენ დროებით და ჩვენთან შეიძლება, ეს „დროებით“ წლები გაგრძელებულიყო. დღეს ეს ტრენდი ჩანაცვლებადია და მივიღებთ მოცემულობას, რომელშიც აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი სადგურებისა იქნება თვითმომსახურების. ამით მომხმარებლებს მეტი ფასდაკლების მიღების საშუალებას მივცემთ და შევიყვანთ მაღაზიებში, სადაც მიიღებენ იმ მომსახურებას, რომელიც ძალიან მიღებულია ევროპის ქვეყნებში“, - აცხადებს ხორავა.

შეგახსენებთ, რომ „ვისოლი“ პირველი კომპანია იყო, რომელმაც თვითმომსახურების სადგურები თბილისში 2019 წლის თებერვალში გახსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები