მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტყიბულის შახტების ახალი ინვესტორი "ჭიათურის მანგანუმთან" და გიორგი კაპანაძესთან კავშირს უარყოფს

5d8cde024ad81
სალომე მეცხვარიშვილი
26.09.19 19:48
1795
ტყიბულის შახტების ახალი ინვესტორი “ჭიათურის მანგანუმთან” და გიორგი კაპანაძესთან კავშირს უარყოფს,- ამის შესახებ “საქნახშირის” ახალი ინვესტორი კომპანიის Steel International trade company-ის წარმომადგენელმა ალესანდრე ჩოჩიამ ტყიბულში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ჭიათურის მაღაროებთან ჩვენს კომპანიას არ აქვს კავშირი, გიორგი კაპანაძეც ასევე არ არის კოპანიასთან დაკავშირებული…

ჩვენი პარტნიორი არის უკრაინული კომპანია, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს შახტების მართვასა და გადაიარაღებაში. რამდენიმე უკრაინული შახტა, რომელიც გაჩერებული იყო, ის აღადგინეს. ეს ხალხი ჩამოვიყვანეთ მენეჯმენტში. ისინი 4 თვეზე მეტია მუშაობენ არამარტო კოლექტივთან, არამედ ტოპმენეჯმენტთან. იციან მთავარი პრობლემები რა არის. მთავარი დადებითი მომენტი რაც არის, შახტის თანამშრომლებიც მოწადინებული არიან, რომ ის რეგლამენტი და უსაფრთხოების ნორმები, რაც მათთან ერთად შემუშავდება შესრულებული იყოს",- აცხადებს ალექსი ჩოჩია.

კითხვაზე, რა გამოცდილება აქვს თავად ქართულ კომპანიას, ის პასუხობს, რომ ბაზარზე 2 წელია არსებობენ, თუმცა, გუნდის წევრებს უფრო დიდი გამოცდილება აქვთ და ისინი უკვე დიდი ხანია ნახშირის ვაჭრობით არიან დაკავებული არამარტო პოსტსაბჭოთა, არამედ შავი ზღვის აუზის ქვეყნებშიც.

“ჩვენთვის მთავარი ინტერესია, ნახშირის შემდგომი რეალიზაცია”,- აცხადებს ახალი ინვესტორის წარმომადგენელი.

საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში (GIG) BMG-ის განუცხადეს, რომ ისინი კომპანია საქნახშირის აქტივებს ახალ ინვესტორს - Steel International trade company-ის გადასცემენ. GIG-ში ამბობენ, რომ ახალი ინვესტორი ნოემბრის თვეში გეგმავს წიაღისეულის მოპოვების დაწყებას, ამასთანავე კომპანია მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ობიექტის სტრატეგიული განვითარების გეგმას წარადგენს.

გუშინ ტყიბულში 40-მდე მუშა შახტაში ჩავიდა, გამოაცხადა შიმშილობა და “საქნახშირისგან” ხელფასების გაცემას ითხოვდა, რაზეც დამსაქმებელი “ფინანსური კრიზისის” გამო უარს აცხადებდა. ინფორმაცია, რომ 2- დღიანი გაფიცვა მეშახტეებმა შეწყვიტეს ეკონომიკის მინისტრმა გაავრცელა, რომელიც ტყიბულში იმყოფებოდა და მხარეებს შორის შეხვედრას დაესწრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები