მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2026 წლამდე ფინანსთა სამინისტრო გადაიხდის

ბოთლი

უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2026 წლამდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დაფარავს. ამის შესახებ საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ბრძანებიდან ირკვევა. ამ სერვისს სახელმწიფოს უკვე წლებია შვეიცარიული კომპანია SICPA Security Solutions SA აწვდის. 

“2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შერჩეულ პირს არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება აუნაზღაურდება შემოსავლების სამსახურის მიერ, შერჩეულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე,”- ნათქვამია საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების წესი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით 2012 წელს განისაზღვრა. ეს წესი ბაზარზე ფალსიფიცირებული პროდუქციის მიმოქცევის შემცირებას ისახავდა მიზნად, თუმცა ბიზნესს აკისრებდა დამატებით ხარჯს მოეხდინათ საკუთარი პროდუქციის მარკირება. ეს წესი 2013 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, სექტორის პროტესტის შედეგად ის რამდენიმე წლით გადავადდა და საბოლოოდ 2016 წლიდან კომპრომისული სახით ამოქმედდა, რადგან ფინანსთა სამინისტრომ დროებით მარკირების საფასურის გადახდა საკუთარ თავზე აიღო.

BMG-იმ შემოსავლების სამსახურს მიმართა კითხვით თუ რა თანხას უხდის სახელმწიფო წლიურად SICPA-ს არაალკოჰოლური სასმელების მარკირებისთვის. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები