მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“უამინდობის ფონზე წლევანდელი წელი მომგებიანი არ არის - “ბლუბერის” დამფუძნებელი

62b99c41d6f27
ლიკა გურაბანიძე
28.06.22 09:40
960
მოცვის მწარმოებელი ქართული კომპანია “ბლუბერი" უამნიდობის გამო შემცირებული მოსავლიანობის პირობებში ელის, რომ კომპანიის შემოსავლები 30-40%-ით შემცირდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი მამია ჯანაშია აცხადებს, უამინდობამ, დაგვიანებულმა მოსავლიანობამ  და ბაზარზე არსებულმა მაღალმა მოთხოვნამ თავდაპირველად მოცვზე ფასი რადიკალურად გაზარდა და საექსპოტრო ბაზრებზე 1 კგ მოცვის ფასი $13-15-ის ფარგლებში იყო, თუმცა შემდგომ საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნებს შორის გაჩენილმა კონკურენციამ ფასის დასტაბილურება გამოიწვია და ახლა საექსპორტო ფასი $4.50-5-ს არ აღემატება.

“რადგან საქართველოში მოცვის მოსავლის აღება გვიან დავიწყეთ,  ვინც ამ კენკროვანი კულტურის ექსპორტს რუსეთში ახორციელებს ახლა მათთვის ძირითადი კონკურენტი სერბეთის ბაზარია, რადგან მათ იქ შესვლა ჩვენამდე შეძლეს. უამინდობის ფონზე წლევანდელი წელი სახარბიელო და მომგებიანი ნამდვილად არ არის.

ქართველმა ფერმერებმა გასულ კვირას მოცვის ექსპორტი უამინდობის გამო დაგვიანებით დაიწყეს, მაშინ, როდესაც გასულ წლებში ქართული მოცვის საექსპორტო ბაზრებისთვის აქტიურად მიწოდება მაისის ბოლოდან იწყებოდა და ივნისის ბოლოს სრულდებოდა. სწორედ შემცირებული მოსავლიანობის გამო, გასულ წელთან შედარებით წელს ჩემს კომპანიაში შემოსავლების 30-40%-იანი კლება იქნება,” - აღნიშნა მამია ჯანაშიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები