მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უამინდობის გამო, SpaceX-მა და NASA-მ ასტრონავტების გაშვება გადადეს

5eced5ea25c09
შოთა ტყეშელაშვილი
28.05.20 00:55
1283
SpaceX-მა და NASA-მ არსებული უამინდობის გამო, Falcon 9-ის მეშვეობით ასტრონავტების დაგ ჰარლისა და ბობ ბენკენის გაშვება გადადეს. 

რაკეტის აფრენამდე 14 წუთით ადრე, NASA-ს ხელმძღვანელობამ მოღრუბლულობისა და შესაძლო ელჭექის რისკის გამო რაკეტის გაშვება გადადო. 

ასტრონავტების კოსმოსში გაშვება ფლორიდაში, კანავერალის კონცხზე მდებარე გამშვები სადგურიდან იყო დაგეგმილი, Falcon 9-ის გაშვების სამზადისს პირდაპირი ეთერის მეშვეობით თვალყურს მილიონობით ადამიანი ადევნებდა. 

რაკეტისთვის გაფრენის ნებართვის მიცემის შემთხვევაში, ეს პირველი შემთხვევა იქნებოდა, როდესაც ადამიანი კოსმოსში სრულად კერძო კონტრაქტორის მიერ შექმნილი რაკეტით გაფრინდა. ამასთან, 2011 წლის შემდეგ, ეს აშშ-ის ტერიტორიიდან ასტრონავტების გაფრენის პირველი შემთხვევა იქნებოდა, რადგანაც გასული რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ ამ მომსახურებისთვის Roscosmos-ის სერვისს ყიდულობდა და საკუთარ ასტრონავტებს ბაიკანურის კოსმოდრომიდან უშვებდა.

ამჟამად, Falcon 9-ის საწვავისგან დაცლა მიმდინარეობს, რის შემდეგად, ასტრონავტებს ხომალდის დატოვება შეეძლებათ. 

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გაშვების ხელახალი მცდელობა SpaceX-სა და NASA-ს 30 მაისს ექნებათ. 

პირდაპირი ეთერი კანავერალის კონცხიდან:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები