Uber-ი საკუთარი თვითმართვადი ავტომობილების ხაზის 26%-იან წილს Amazon-ის სტარტაპ Aurora Technologies-ს მიჰყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, გარიგების დასრულების შემდეგ Aurora Technologies-ის სამეთვალყურეო საბჭოში Uber-ის აღმასრულებელი დირექტორი დარა ხოსროშაჰიც იქნება წარმოდგენილი.
მოუხედავად იმისა, რომ Uber-ი საკუთარი თვითმართვადი ავტომობილების ხაზში Advanced Technologies Group-ში წილს ყიდის, აცხადებს, რომ კომპანია ისევ დაინტერესებულია თვითმართვადი ავტომობილების განვითარებით და Aurora Technologies-ისთან თანამშრომლობას გააგრძელებს.
„თვითმართვადი ავტომობილები არის სწორედ ის, რაც გვაძლევს გარანტიას, რომ ადამიანების ცხოვრება გახდება უფრო კომფორტული, ხოლო გარემო ეკოლოგიურად სუფთა“, - განაცხადა დარა ხოსროშაჰიმ.
გამოცემის მიხედვით, Aurora-ს Uber-თან აღნიშნული გარიგება 4 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდება და, სავარუდოდ, 2021 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. შეგახსენებთ, რომ Uber-ი გასულ წელს აღნიშნული ბიზნესის გაყიდვას 7.5 მილიარდ აშშ დოლარად გეგმავდა.