მსოფლიოში ცნობილი ტექნოლოგიური კომპნია Uber-ის ზარალმა 2019 წლის ბოლო 3 თვეში $1.1 მილიარდი შეადგინა (£851 მილიონი), მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის შემოსავლები 37%-ით არის გაზრდილი და 4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ BBC-წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, კომპანიის ზარალი მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია მისი ნაკლებად წარმატებული საკვების მიწოდების Uber Eats-ის ბიზნესიდან.
Uber-ის ხელმძღვანელი დარა ხოსროშაჰი ამბობს, რომ Uber Eats- ში ინვესტიციების შემცირება მარტის შემდეგ დაიწყო.
როგორც ხოსროშაჰი აღნიშნავს, მათი კომპანია აქცენტს აკეთებს ისეთ ბაზრებზე, სადაც საკვების მიწოდების სერვისი კარგად არის განვითარებული, ხოლო კომპანიას სწორად ამ ბაზრებზე სურს, რომ იყოს „პირველი“ ან „მეორე“ მოთამაშე.
შეგახსენებთ, რომ კომპანიამ უკვე დაიწყო გამოსვლა საკვების მიწოდების ბიზნესიდან არამომგებიან ბაზრებზე. ცოტა ხნის უკან Uber-მა Uber Eats-ის ბიზნესი მის ადგლობრივ კონკურენტს Zomato-ს მიყიდა ინდოეთში სტარტაპში წილის სანაცვლოდ.