კომპანია Uber-მა განაცხადა, რომ იძულებულია თანამშრომელთა რაოდენობა კიდევ 3 000-ით შეამციროს, რადგან კორონავირუსის პანდემიამ ნეგატიური გავლენა მოახდინა მათ ბიზნესზე. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ორი კვირის წინ Uber-მა 3 700 სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი გაათავისუფლა და შესაბამისად, კომპანია ჯამში 25%-ით ამცირებს თანამშრომელთა რაოდენობას ჯამში.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი დარა ხოსროშაჰი აცხადებს, რომ Uber-ი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 45 ოფისის დახურვას აპირებს.
„ახლა ჩვენ უნდა მივიღოთ ეს მძიმე გადაწყვეტილებები, რადგან მომავალში ორ ფეხზე ვიდგეთ მყარად და შევძლოთ ჩვენი მისიის შესრულება“, - განაცხადა ხოსროშაჰიმ.