მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელი ბიზნესმენები ჩვენი ქვეყნით მოსალოდნელზე მეტად დაინტერესდნენ -ილია წულაია

64bacc4f31151
ალა ისპირიანი
21.07.23 22:00
672
რამდენიმე კვირის წინ წინანდალში ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქართველი კურსდამთავრებულების: ილია წულაიას, გიორგი ჭუმბურიძის, თემურ მიქელაძისა და გურამ თათეშვილის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ამავე პროგრამის წევრი, 50-მდე მსხვილი ბიზნესის დამფუძნებელი და უმაღლესი რგოლის მენეჯერი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ესწრებოდა. შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოს არსებული საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა ინვესტორებისთვის და მყარი კავშირების ჩამოყალიბება ქვეყნის პოტენციალის შემდგომი გაფართოებისთვის.

როგორც ბიზნესმენმა ილია წულაიამ BMGTV -ის გადაცემაში "წერტილი" თქვა, მთავრობის წარმომადგენლებმა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნეს რამდენად მარტივია საქართველოში კომპანიის დაფუძნება და ბიზნესის დაწყება.

მისივე თქმით, ბიზნესმენები საქართველოთი მოსალოდნელზე მეტად დაინტერესდნენ.

„აზუსტებდნენ პროცედურებს ინვესტიციის ჩადების და საგადასახადო კუთხით. ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ მსოფლიოში საუკეთესოა, - დაბალი საგადასახადო წნეხით.

ჩვენი ამოცანა არ იყო მათი რომელიმე კონკრეტულ პროექტში მოწვევა, ჩვენი ამოცანა იყო ზოგადად საერთაშორისო ბიზნესმენების საქართველოში მოწვევა. დიდი დაინტერესება გამოიწვია ბიზნეს მიმართულებებმაც, ბევრი ჩვენი მეგობარი გვეხმიანება და კონკრეტულ პროექტებს და რევოკაციას განიხილავს საქართველოში გადმოსვლის და ოფისების გახსნის. იმაზე მეტად დაინტერესდნენ ვიდრე მოლოდინი გვქონდა ამიტომ ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის“, - განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ რამდენად შეიძლება ეს დაინტერესება კონკრეტულ ინვესტიციებად ითარგმნოს, მან უპასუხა, რომ ამ ეტაპზე მიზანი საქართველოს პოტენციალის გაცნობა იყო, რასაც იმედი აქვს კონკრეტული ინვესტიციები მოჰყვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები