მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უცხოელი ტურისტებისგან ჯავშნები ჯერ არ გვაქვს" - Inn Group

5eeb256c4d6de
ვიქტორია მღებრიშვილი
19.06.20 09:40
1528
„ჩვენ სასტუმროში ფასები დაახლოებით 50%-ით შევამცირეთ“ - განუცხადა BM.GE-ს Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ.

მისი განმარტებით, ფასების კლების მიზეზი ბაზარზე არსებული დაბალი მოთხოვნა და ადგილობრივი დამსვენებლების ხარჯვითუნარიანობაა.

„პანდემიამდე ძალიან დიდი მოცულობით გვქონდა ჯავშნები უცხოელებისგან და ფასებიც მოთხოვნის შესაბამისი იყო. ახლა რეალობა ის არის, რომ ქართველი ტურისტი არ არის ისეთი მაღალმხარჯელუნარიანი, როგორც უცხოელი და მოგვიწია ფასების დაკორექტირება“, - განმარტავს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

ერეკლე კოკაია საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით მოლოდინებზეც საუბრობს და ამბობს, რომ შემცირებული ფასები საერთაშორისო ტურიზმის გახსნის შემდეგაც იმოქმედებს.

„საერთაშორისო ტურიზმის გახნის შემდეგ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ისეთი მოთხოვნა როგორიც პანდემიამდე იყო, არ იქნება, თუმცა გვაქვს ჩვენი მიდგომები, რომ თუ უსაფრთხო კორიდორების მეშვეობით ტურიზმის გახსნის შემდეგ, იქნება მოთხოვნა ევროპიდან თუ აზიიდან, წარმოვა ხალხი და ჩვენც მზად ვიქნებით. ტურიზმის თავიდან წასახალისებლად ჩვენ შევინარჩუნებთ დაბალ ფასებს. რომ გახსნილიყო ქვეყნის საზღვრები და საერთაშორისო ტურიზმი, ჩვენ მზად ვიქნებოდით თბილისშიც და გუდაურშიც სასტუმროების გახსნისთვის.

თუმცა ამ მიმართულებით დიდი აქტივობა არ არის და ჯავშნებიც ჯერ არ გვაქვს, რადგან მსოფლიო ბაზარზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაურკვეველია და არ ვიცით ზუსტად რომელ ქვეყანასთან გადაწყდება საზღვრის გახსნა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ისრაელთან საზღვრის გახსნაზე როგორც დაიწყო საუბარი, მაშინვე შემოვიდა ჩვენთან ზარები ამ მიმართულებიდან ჯავშნების გაკეთების შესახებ, თუმცა იქ ეპიდემოილოგიური მდგომარეობა შეიცვალა. მიუხედავად არსებული რელობისა, ეს მაგალითი გვაძლევს იმედს, რომ საზღვრების გახსნის შემდეგ უცხოელი ტურისტებიდან მოთხოვნა იქნება“, - განმარტავს „Inn Group“-ის ხელმძღვანელი.

ერეკლე კოკაია უსაფრთხოების ნაწილში გაზრდილ ხარჯებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათი დანახარჯები დიდად არ გაზრდილა.

„რა თქმა უნდა უსაფრთხოების ნაწილში გაზრდილი ხარჯები გასახარებელი არ არის, მაგრამ ამ საკითხზე ჩვენ მარტიდან დავიწყეთ საკარანტინე ზონად მუშაობა, რომელი გამოცდილებაც საშუალებას მოგვცემს, რომ მსოფლიოსა და საქართველოში არსებული უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით მოვემსახუროთ ჩვენს სტუმრებს. შესაბამისად ამ მომსახურების გამოცდილება ჩვენ დაგვიგროვდა და ეს ჩვენთვის სიახლე არ არის.

არის ფიქსირებული ხარჯები დეზობარიერებისა თუ ორგმინების შესაძენად გაწეული, არის ცვლილებები შიდა სამზარეულოში, მაგრამ დიდად არ გაიზრდება ხარჯები“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ცნობისთვის, Inn Group-ი 4 სასტუმროს მართავს, რომელთაგან 2 - ივერია ინნ“-ი და „როიალ ინნ“-ი თბილისში მდებაროებს, ხოლო სამთო კურორტებზე ჯგუფს აქვს „გუდაური ინნ“-ი და „ბაკურიანი ინნ“-ი. ამ სასტუმროებიდან Inn Group-ი 23 ივნისს მხოლოდ „ბაკურიანი ინნ“-ს აამოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები