საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, უცხოელმა ექსპერტებმა კომიტეტის წევრებს და აპარატს გააცნეს ევროპული გამოცდილება, ერთის მხრივ ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობის, მეორეს მხრივ კი ცენტრალური ბანკების საქმიანობის გამჭირვალობის და ღიაობის თაობაზე.
სემინარში მონაწილეობდნენ ნიდერლანდების ეროვნული ბანკის უფროსი იურიდიული მრჩეველი ვილემ ბოვენშხენი და ნიდერლანდების პარლამენტის საფინანსო კომიტეტის მრჩეველი ევროკავშირის საკითხებში სანდერ ვან დე ლაარი.