მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოურ კომპანიებთან სახელმწიფომ ₾98 მილიონის კონტრაქტები გააფორმა - ვინ არიან მომწოდებლები?

6490bbbc33f03
ნინო ტაბატაძე
20.06.23 01:00
699
2022 წელს, საქართველოს სახელმწიფომ უცხოურ კომპანიებთან ტენდერებით 98 მლნ ლარის ხელშეკრულებები გააფორმა, რაც ტენდერების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების მთლიანი ღირებულების დაახლოებით 1.8%-ს უტოლდება.

შესყიდვების სააგენტოს 2022 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასულ წელს
eProcurement სისტემაში 52,724 მიმწოდებელი იყო დარეგისტრირებული, საიდანაც 2,582-მდე არის არარეზიდენტი ბიზნეს სუბიექტი, 85 ქვეყნიდან.

არარეზიდენტ კომპანიებთან გაფორმებული 97,7 მლნ ლარიდან, ყველაზე დიდი წილი - 46 მლნ ლარის ხელშეკრულების ღირებულების კონტრაქტები გაფორმდა საფრანგეთში რეგისტრირებულ კომპანიებთან, შემდეგ მოდის აშშ, 26 მლნ-ზე მეტი ხელშეკრულების ღირებულებითა და უნგრეთი 8 მლნ-ამდე ლარამდე დადებული ხელშეკრულებებით.

არარეზიდენტ მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება ქვეყნების მიხედვით / TOP-10 ქვეყანა

1. საფრანგეთი - 46.06 მლნ ლარი
2. აშშ - 26.20 მლნ ლარი
3. უნგრეთი - 7.84 მლნ ლარი
4. დანია - 4.23 მლნ ლარი
5. შვეიცარია - 3.38 მლნ ლარი
6. უკრაინა - 2.22 მლნ ლარი
7. გერმანია - 1.59 მლნ ლარი
8. ფინეთი - 1.34 მლნ ლარი
9. ჩეხეთი - 1.17 მლნ ლარი
10. მაკედონია - 1.14 მლნ ლარი

არარეზიდენტებთან ყველაზე დიდი 22,973,290 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა 500 Startups Incubator, LLC -თან ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ / ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციებისა და მომსახურებების კატეგორიაზე. მეორე ადგილზეა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ 17.98 მლნ ლარის ხელშეკრულება Sanofi Pasteur-თან, ხოლო მესამეზე EGIS International-თან გაფორმებული 14.9 მლნ ხელშეკრულება, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გააფორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები