მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონების 2022 წელი

BM.GE
13.10.22 11:43
353
თიბისი კაპიტალის განახლებული მაკროეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით 2022 წელს გასაყიდი უძრავი ქონება რაოდენობრივად და გასაყიდი უძრავი ქონების ფასი 27-27%-ით, გასაქირავებლის ფასი კი 79%-ით გაიზარდა. 

მიგრანტების მოთხოვნა უმეტესად გაქირავების ბაზარზე მოდის, საიდანაც 75% თბილისზე გადანაწილდა.განახლებულ მონაცემებში ნათქვამია, რომ შემოსული მიგრანტების 30% ქვეყანას სავარაუდოდ 2023 წელს დატოვებს, რაც სავარაუდოდ შეამცირებს იმ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზრდილ ამონაგებს, რაც უძრავ ქონებაზე დღეისათვის ფიქსირდება. 

პროგნოზირებს, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მიგრაციის ეფექტი უარყოფით ასახვას 2024 წლიდან დაიწყებს. თუ გასაქირავებელ ფასზე 66% მიმდინარე წელს მიგრანტების ეფექტი იყო, 2023 წელს მხოლოდ 11%, 2024-ში კი -17% იქნება.

რაც შეეხება მიწოდებას, ჭარბი მიწოდების ნიშნები ამ დროისთვის არ ჩანს, თუმცა მოსალოდნელია, რომ უახლოეს წლებში მიწოდება მნიშვნელოვნად გაიზარდოს. უძრავი ქონების სექტორში ამ ეტაპზე დიდი მოცულობით რისკები არის დაგროვილი, თუმცა ფასის ზრდის გამო საყურადღებო ტენდენციები იკვეთება - ეს განცხადება სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა და აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სამომავლოდ შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საქართველოს ეკონომიკაზე და არის შესაძლებლობა, რომ ეს უძრავი ქონების სექტორზე აისახოს. რა ბოლო ტენდენციებია ბაზარზე, მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მონაცემები Cushman & Wakefield Georgia-მაც შეაჯამა. 

სტუმარი: თეკლა იაშაღაშვილი - Cushman & Wakefield Georgia-ს საკონსულტაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები