მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UEFA-ს ერთა ლიგის გამარჯვებული ესპანეთი გახდა

64902dfda2bcd
ირაკლი მოდებაძე
19.06.23 14:27
366
2023 წლის ერთა ლიგის ჩემპიონი ესპანეთი გახდა, რომელმაც პენალტების სერიაში 5:4 იმარჯვა და ერთა ლიგის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვა. ზოგადად, ის ამ ტურნირის მესამე გამარჯვებულია პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებების შემდეგ. ხორვატიის ნაკრებს კი ვერცხლის მედლებით დაკმაყოფილება მოუწია. შეგახსენებთ, რომ მე-3 ადგილზე იტალია გავიდა, მეოთხეზე ტურნირის მასპინძელი ნიდერლანდები.

აქვე გეტყვით, რომ ტურნირის ოთხთა ფინალის შედეგს ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე არავითარი გავლენა არ აქვს. უბრალოდ, თუ ესპანეთი ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლიდან ვერ მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს, შანსს პლეი-ოფში მიიღებს, რომელიც 2024 წლის მარტშია დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი 2018 წელს შემოიღეს, რომლის მიზანიც FIFA-ს ნაკლებად მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩების ჩანაცვლება და დაბალრეიტინგული ნაკრებებისთვის სტიმულის მიცემაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები