მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უგანდა რუსეთს "თანამედროვე" ელექტრომობილებს მიაწვდის, "კამაზი" კი აფრიკაში ექსპორტისთვის ემზადება

634faeeb4b1ad
გიორგი თოლორდავა
19.10.22 14:12
2327

დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისა და მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ ქვეყნის ბაზრიდან გასვლის ფონზე, რუსეთის ფედერაციას ახალი სავაჭრო პარტნიორის სახით უგანდა გამოუჩნდა, რომელიც უახლოეს მომავალში რუსეთს ელექტრომობილებს მიაწვდის.

უგანდის ელჩის, მოსე კიზიგეს განცხადებით, აფრიკულმა სახელმწიფომ ცოტა ხნის წინ დაიწყო "თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური" ელექტრომობილების წარმოება, რომლის ექსპორტიც რუსეთის ფედერაციაში იგეგმება.

მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში, ელჩი აგრეთვე არ გამორიცხავს რუსეთში უგანდური ავტოსაშენი საწარმოს გახსნის პერსპექტივასაც.

გარდა ზემოხსენებული ამბიციური გეგმისა, მოსე კიზიგემ რუსულ კომპანია "კამაზთან" მიმდინარე სტრატეგიულ მოლაპარაკებებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, უგანდურ და რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, რათა მომავალში "კამაზის" მიერ წარმოებული სატვირთოების ექსპორტი აფრიკულ ბაზარზეც გახდეს შესაძლებელი.

ცნობისთვის, უგანდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი და ტექნოლოგიურად განუვითარებელი ქვეყანაა, ამ აფრიკული სახელმწიფოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 817 დოლარს შეადგენს.


უგანდური წარმოების პრემიუმ-კლასის ელექტრომობილი - KIIRA EV SMACK

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები