მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უგზოობის და უწყლობის გამო პროდუქტი სახლში მიტანამდე გვიფუჭდება“ - კოოპერატივი გურჯაანიდან

60bb0d057d5bf
მარიამ იზორია
05.06.21 19:26
1618
გურჯაანში სხვადასხვა ხილის მწარმოებელი კოოპერატივი „გილეს“ დამფუძნებელი bm.ge-სთან იმ დაბრკოლებებზე საუბრობს, რასაც წარმოების პროცესში აწყდებიან.

იზოლდა ქიტესაშვილის თქმით, კოოპერატივის წევრები პრობლემებით შესაბამის ორგანოებს მუდმივად მიმართავენ, თუმცა მასზე რეაგირება არ აქვთ.

„მთავარი წინაღობა წყალი და გზაა, რის გამოც უმაღლესი ხარისხის პროდუქტი სახლში მიტანამდე გვიფუჭდება. გრუჯაანის ტერიტორიაზე, როგორც კი რაიმე დაზიანდება წყალი არ მოგვეწოდება, ბოლოს ასეთი შემთხვევა შემოდგომაზე გვქონდა და დღემდე ასეა. რაც შეეხება გზას, ყოველი ახალი სისტემის გაყვანის შემდეგ ზიანდება და წვიმის შედეგად ორმოებს იკეთებს, ჩვენ რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა, თუ ხელშეწყობა არ გვექნება არაფერი გამოვა.

რეალურად კი პროდუქტზე, განსაკუთრებით კი კენკრაზე, ძალიან დიდი მოთხოვნაა. პრობლემები კი, რომელთა მოგვარებასაც არავინ ცდილობს, საქმის კეთების სურვილს გვიკარგავს, რადგან შრომის მიუხედავად, შესაბამის ხარისხს ვერ ვღებულობთ“ - ამბობს კოოპერატივის დამფუძნებელი.

ცნობისთვის: კოოპერატივი „გილე“ 2014 წლიდან გურჯაანში 11 ფერმერს აერთიანებს. „გილეს“ წარმოებაში ატამი, გარგარი, ქლიავი და კენკროვანი კულტურები შედის. ფერმერები ხილის გამოშრობითაც არიან დაკავებულები, კოოპერატივის წვერები პროდუქტის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე ახდენენ, თუმცა 2020 წელს 8 ტონა მაყვლის ექსპორტზე რუსეთში გატანაც მოახერხეს.

იზოლდა ქიტესაშვილის თქმით, მოლაპარაკებებს ახლაც 4-5 შემსყიდველთან აწარმოებენ. დაინტერესებულ ბაზრებს შორის რუსეთი და დუბაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები