მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკანონოდ ხე-ტყის მოპოვებაზე სანქციები მკაცრდება

640f1330d20d0
თინათინ ნატმელაძე
13.03.23 16:51
591
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღეს, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მედიას განუცხადა.

მისი თქმით, გამკაცრებული სანქცია ხე-ტყით უკანონო სარგებლობა-მოპოვების პროცესის კონტროლს ხელს შეუწყობს.

„მკაცრდება სანქციები საამქროებისთვის, აქამდე იყო ჯარიმა 500 ლარი, ცვლილებების მიხედვით კი ყოველი ფირნიშის, ანუ მორის წარმომადგენლობაზე დაწესდება 50-ლარიანი ჯარიმა და რა თქმა უნდა, ძალაში დარჩება მთლიანობაში 500 ლარიანი ჯარიმაც. განმეორების შემთხვევაში კი სანქცია უფრო გამკაცრდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები