მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა $150 მილიონიან ინიციატივას იწყებს - მიზანი უკრაინული მარცვლეულის ხელშეწყობაა

63833c6a1a9c4
მარიამ ვარადაშვილი
27.11.22 15:40
729
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით გუშინ, კიევში სამიტი გაიმართა, რომლის მიზანიც უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის გეგმის შემუშავება იყო.

ამ გეგმით უკრაინიდან ყველაზე მოწყვლად ქვეყნებში ექსპორტზე 150 მლნ დოლარის ღირებულების მარცვლეული უნდა გავიდეს. “მარცვლეული უკრაინიდან” ინიციატივით კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ ჩვენთვის სასურსათო უსაფრთხოება მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის”, - განაცხადა ზელენსკიმ.

იმის გამო, რომ უკრაინა მარცვლეულის უმთავრესად კი ხორბლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია, თურქეთისა და გაეროს მონაწილეობით უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი უკვე ხორციელდება. რამდენიმე კვირის წინ, რუსეთმა ჯერ შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა, თუმცა მოგვიანებით მასში მონაწილეობა ისევ გააგრძელა. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ინიციატივის ფარგლებში 20-ზე მეტი ქვეყნიდან 150 მლნ დოლარის მოცულობის თანხაუკვე შეგროვდა.

“უკრაინული პორტებიდან სულ მცირე 60 გემის გაგზავნას ისეთ ქვეყნებში ვგეგმავთ, სადაც შიმშილის ყველაზე დიდი საფრთხეა”, - თქვა ზელენსკიმ.

კიევში გამართულ სამიტს ბელგიის, პოლონეთისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრები და უნგრეთის პრეზიდენტი ესწრებოდნენ. სამიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი წლიურად 10 მლნ ტონით შემცირდა. ზელენსკის თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სურსათით უზრუნველყოფა სერიოზული საფრთხის ქვეშაა. მან რუსეთი უკრაინული პროდუქტის ექსპორტის ბლოკადაში დაადანაშაულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები