მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა მსოფლიო ბანკისა და USAID-სგან $1.7 მილიარდის გრანტს მიიღებს - შმიგალი

62cd214554fa5
მარიამ ვარადაშვილი
12.07.22 11:50
718
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი "ტვიტერზე" წერს, რომ უკრაინამ მსოფლიო ბანკისა და USAID-სგან 1.7 მილიარდი დოლარის მოცულობის გრანტს მიიღებს.

"1.7 მილიარდი დოლარის მოცულობის საგრანტო დახმარება შემოვა უკრაინის ბიუჯეტში მსოფლიო ბანკის ნდობის ფონდისგან და USAID-სგან. ეს არის აშშ-ის მიერ გაცემული რიგით მეორე გრანტი ბოლო ორ კვირაში. დახმარების ჯამური მოცულობა 3 მილიარდ დოლარს შეადგენს. მადლიერები ვართ აშშ-სა და ჯო ბაიდენის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის", - წერს შმიგალი.

9 ივლისს USAID-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად უკრაინას 368 მლნ დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. დახმარება რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას უნდა მოხმარდეს. ჯამში, აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა 1.28 მილიარდ დოლარს შეადგენს, აქედან 782 მლნ დოლარი უშუალოდ USAID-მა გამოყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები