მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა სადაზღვევო-სალიზინგო კომპანიებს რუსეთისთვის თვითმფრინავების შეზღუდვას სთხოვს

621de412b78d1
ვიქტორია მღებრიშვილი
01.03.22 13:33
606
უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო საერთაშორისო სალიზინგო და სადაზღვევო კომპანიებთან რუსეთის მიერ თვითმფრინავების შეზღუდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინფორმაციას უკრაინული უწყება Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავების დიდი ნაწილი მათ საკუთრებას არ წარმოადგენს და სადაზღვევო კომპანიებიდან ლიზინგით არის შეძენილი.

„ამ დროისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჯგუფი საერთაშორისო ავიაგადაზიდვების სფეროში სადაზღვევო კომპანიებთან და ასევე კომპანიებთან, რომლებიც თვითმფრინავების, ვერტმფრენების და სხვა ავიატექნიკის ლიზინგის მიწოდებას ახორციელებენ, მოლაპარაკებებს აწარმოებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, Cirium-ის ცნობით, რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ფლოტის დაახლოებით 55% საერთაშორისო კომპანიებისგან იჯარითაა აღებული. რუსული გადამზიდავის მიერ გამოყენებული 980 სამგზავრო ლაინერიდან 515 უცხოელი მფლობელებისგან იჯარითაა აღებული.

„რუსეთის საავიაციო ინდუსტრიას მხოლოდ ირლანდიის მიერ დაწესებულმა სანქციებმა შეიძლება დაარტყას. ევროპული ავიაკომპანიის ფლოტის დიდი ნაწილი ირლანდიის იურისდიქციაშია რეგისტრირებული. კერძოდ, მსოფლიოს TOP-20 სალიზინგო კომპანიიდან 18 ირლანდიაშია რეგისტრირებული“, - აცხადებენ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

უწყებაში იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებების შემდეგ პოზიტიური სიახლეები ექნებათ და დასძენენ, რომ „ოკუპანტებს ახლა ფრენა მხოლოდ მოსკოვიდან კამჩატკამდე შეუძლიათ“.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები