მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა: თუ რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან გამოვა, ექსპორტის ალტერნატიული გზები გვაქვს

645b48d09315d
მარიამ ვარადაშვილი
10.05.23 11:49
1321
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, თუ მარცვლეულის ექსპორტზე რუსეთთან მიღწეული შეთანხმება არ გახანგრძლივდება, უკრაინას ექსპორტის გასაგრძელებლად ალტერნატიული გზები აქვს.

“რამდენიმე სცენარია, რომელსაც ყველაზე უარეს შემთხვევაში განვიხილავთ”,-განაცხადა მიკოლა სოლსკიმ და დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

თურქეთისა და გაეროს შუამავლობით შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეულ შეთანხმებას 18 მაისს ეწურება ვადა და რუსეთი იმუქრება, რომ შეთანხმებას აღარ გააგრძელებს. ომის დაწყებიდან რუსეთს უკრაინის შავი ზღვის პორტები ბლოკირებული აქვს და მხოლოდ გასული წლის ივნისში მიღწეული შეთანხმებით გახდა მათი გათავისუფლება შესაძლებელი. კერძოდ, უკრაინამ და რუსეთმა გასული წლის 22 ივლისს სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის - გათავისუფლების შესახებ. შეთანხმება მსოფლიოში არსებული სასურსათო კრიზისის საპასუხოდ გაფორმდა, რადგან რუსეთი და უკრაინა მარცვლეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან. თავის მხრივ, რუსეთმა მიიღო გარანტია, რომ საკუთარი მარცვლეულისა და პესტიციდების ექსპორტსაც განახორციელებდა.

კრემლი საკუთარი მარცვლეულისა და პესტიციდების ექსპორტზე შეზღუდვის მოხსნას ითხოვს და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელებს უკრაინული გემების გატარებას. რუსულის სახელმწიფო სააგენტო RIA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები ოთხივე მხარის მონაწილეობით სტამბოლში 10-11 მაისს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები