მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინას დანებების საშიშროება არ ემუქრება - გიორგი გოგუაძე

62793fad14a78
ალა ისპირიანი
11.05.22 09:45
1192
გასულ კვირას PMC კვლევითი ცენტრმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტიანობის შეფასება გამოაქვეყნა. Zoom-ის პლატფორმით გამართულ ღონისძიებაში საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის უფროსი ექსპერტი გიორგი გოგუაძეც მონაწილეობდა, რომელმაც საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტების მიერ რუსეთ-უკრაინის ომის შეფასება და სტრატეგიული მოლოდინები განიხილა. ის მიიჩნევს, რომ უკრაინას დანებების საშიშროება არ ემუქრება.

„თეორია იმგვარად ვითარდება, რომ დანებების ალბათობა მაშინ იზრდება, როცა პროცესები სწრაფად ვითარდება და სახელმწიფოს არანაირი რესურსი და ბერკეტი არ გააჩნია ამ პროცესის შესანელებლად. ახლა, არა თუ გააჩნია უკრაინას ეს რესურსი, არამედ მას ექნება ადეკვატური რესურსები, რომ სურათი თავის სასარგებლოდ შეცვალოს.

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, კერძოდ იმას, იქნება თუ არა რუსეთში დროშის ირგვლივ გაერთიანების ბიძგი, რომ ყველაფერი დასავლეთს დაბრალდეს და არა იმ პოლიტიკურ რეჟიმს, რომელმაც ომთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, ავტორიტარულ რეჟიმებს დაბალი იმპულსი აქვს, რომ ხალხის მხრიდან პროტესტი გაჩნდეს, [ხალხმა] რეჟიმი შეცვალოს და ეს პროცესი გააჩეროს, ამიტომ რეჟიმმა შეიძლება ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და დროშის გარშემო გააერთიანოს ხალხი", - აღნიშნა გიორგი გოგუაძემ. 

მას ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა მოხდება, თუკი რუსეთი ოდესას აიღებს: "ამ შემთხვევაში იგი შეძლებს, როგორც დამატებითი კონტროლის დაწესებას შავი ზღვის დასავლეთით, ასევე ნატოს წევრ ორ სახელმწიფოს, რუმინეთსა და ბულგარეთს უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დააყენებს. ამასთან, რეგიონი, შესაძლოა, დიდი გამოწვევის წინაშე დააყენოს, რადგან საპორტო ქალაქებში ის გაამაგრებს თავის საზღვაო ძალებს, რაც შავი ზღვის რეგიონს ნატოს გემებისთვის ე.წ. No Go Area -ად აქცევს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები