მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში 48 759 რუსი სამხედრო დაიღუპა - ხოდორკოვსკი რუსეთის ფინანსთა სამინისტროდან გამოჟონილ დოკუმენტს აქვეყნებს

631c561205eb7
თამთა ჯიჯავაძე
10.09.22 13:16
2075
სამშობლოდან წასული რუსი ბიზნესმენი მიხაილ ხოდორკოვსკი “ტვიტერზე“ რუსეთის ფინანსთა სამინისტროდან გამოჟონილ დოკუმენტს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 24 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების დადასტურებული რიცხვი 48 759-ს შეადგენს.

მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტიდან ირკვევა, რომ უკრაინაში ომში დაღუპული სამხედროების ოჯახებისთვის კომპენსაციის სახით, რუსეთის მთავრობას აგვისტოს ბოლოს, 361.4 მლრდ რუბლი ჰქონდა გადახდილი.

დოკუმენტის მიხედვით, თითოეული დაღუპული ჯარისკაცის ოჯახისთვის საკომპენსაციო თანხა 7.4 მლნ რუბლს შეადგენს.

ცნობისთვის, მიხეილ ხოდორკოვსკი ნავთობკომპანია „იუკოსის“ ერთ-ერთი მფლობელი იყო. ის 2000-იან წლებში ფინანსურ დაღვევებში დაადანაშაულეს და 2003 წელს დააპატიმრეს რამდენიმე ბრალდებით, მათ შორის, თაღლითობის, გადასახადების თავის არიდების, დოკუმენტის არაერთხელ გაყალბების, თანხის მითვისების მუხლებით.

2005 წლის მაისში ის რუსეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო თითქმის ყველა წარდგენილ ბრალდებაში. ხოდორკოვსკი აცხადებდა, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად იყო მოტივირებული, ბრალდებები კი გამოგონილი.

ბიზნესმენი 10 წლის განმავლობაში იჯდა ციხეში და საპატიმრო 2013 წლის დეკემბრის ბოლოს დატოვა. ამჟამად ის ინგლისში ცხოვრობს და ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაცია Open Russia-ს, რომელიც მიზნად რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ისახავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები