მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინელი ბიზნესმენის მიერ €49,5 მლნ-ად გაყიდული იახტიდან მიღებული თანხა ხარკოვს მოხმარდება

62946e2a6df44
მარიამ ადამია
30.05.22 23:00
1026
უკრაინელმა ბიზნესმენმა, ალექსანდრე იაროსლავსკიმ საკუთარი იახტა Kaiser - €49,5 მილიონად გაიყიდა. სამოცმეტრიანი იახტა, რომელიც ექვს კაბინას აერთიანებს, ჯამში 12 სტუმარს და ეკიპაჟის 15 წევრს იტევს. გემი ამჟამად იტალიაში მდებარეობს და როგორც გადეგმილი იყო, თანხა სრულად ომის შედეგად დანგრეული ხარკოვის აღდგენას მოხმარდება. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. 

„მთელი ჩემი ოჯახი, დედა, ძმა, მეგობრები ყველა, ხარკოვში ცხოვრობენ. ბიზნესს მართალია მთელს უკრაინაში ვავითარებ და ვუძღვები, თუმცა ჩემი ფესვები ხარკოვს უკავშირდება. ამიტომ მინდა ჩემს რეგიონს დავეხმარო და აქ არანაირი პოლიტიკური აზრი არ დევს. ასევე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც უკრაინელ ბიზნესმენებს სამშობლოს დასახმარებლად მიმართავს, სწორად იქცევა, თუმცა რომც არ მოემართა ჩემთვის თხოვნით, მე ისედაც დავეხმარებოდი უკრაინას, ხარკოვს, ისე როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებ. მე არ ვითვლი თანხებს, რასაც ქველმოქმედებაში ვდებ,“ - განაცხადა იაროსლავსკიმ.

ცნობისთვის, ალექსანდრე იაროსლავსკი DCH ჯგუფის მფლობელი და პრეზიდენტია და ის Forbes Ukraine-ის მიხედვით, მდიდარი უკრაინელების რეიტინგში, 820 მილიონი დოლარის ქონებით, მე-9 ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები