მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინელი დევნილი ბავშვების რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა - UNICEF

622b05a3935d4
ვიქტორია მღებრიშვილი
11.03.22 12:20
867
უკრაინელი დევნილი ბავშვების რიცხვმა, რომლებმაც ქვეყანაში რუსეთის შეჭრის გამო მშობლებთან ერთად დატოვეს ქვეყანა, 1 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი (UNICEF) ავრცელებს.

მათი ცნობით, მშობლებთან ერთად დევნილი ბავშვების უმრავლესობა პოლონეთში, უნგრეთში, სლოვაკეთში, მოლდავეთსა და რუმინეთში გადავიდა.

„ბავშვების რაოდენობა ამტკიცებს თუ რამდენად უიმედო გახდა მათთვის უკრაინაში არსებული მდგომარეობა. ბავშვები უსაფრთხოების ძიებაში ტოვებენ ყველაფერს. ეს გულს გვიგლეჯს“, - ამბობს UNICEF-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი აფშან ხანი.

მისი ინფორმაციით, UNICEF-ი პარტნიორებთან თანამშრომლობით უკრაინის 5 საბრძოლო რეგიონში 22 საავადმყოფოს მედიკამენტებით მოამარაგებს. ეს დახმარება 20 000 ბავშვისა და დედისთვისაა განკუთვნილი.

UNICEF-ის ცნობით, უკრაინაში 6 სატვირთო მანქანა 70 ტონა ტვირთით უკვე ჩავიდა. ეს მოიცავს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, სამედიცინო, ქირურგიულ და სამშობიარო ნაკრებებს. უახლოეს მომავალში უკრაინაში კიდევ პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული 3 სატვირთო ჩავა. დამატებითი მომარაგება კოპენჰაგენიდან და თურქეთიდან გზაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები