მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინული Bees Airline-ი საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას იწყებს

608ba368a11b9
ვიქტორია მღებრიშვილი
30.04.21 10:29
798
დღეიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარულ ოპერირებას ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ი იწყებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, უკრაინული ავიაგადამზიდავი 30 აპრილიდან 13 ივნისამდე, კიევი - თბილისი - კიევის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს, 13 ივნისიდან 5 ოქტომბრამდე ავიარეისების განხორციელება კვირაში 1 სიხშირით გაგრძელდება, ხოლო 5 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდში, რეგულარული რეისები კვირაში 3 სიხშირით შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 29 აპრილს მიენიჭა.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, - აღნიშნავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები