მთავრობის გადაწყვეტილებით, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განუცხადა.
მისივე თქმით, დისტანციური რეჟიმის მოხსნის საკითხს მთავრობა უახლოეს დღეებში განიხილავს.
„უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში დისტანციური სწავლების ფორმატი ამ ეტაპზე შენარჩუნდება თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში. აჭარაში გითხარით, რომ იქ ყველა საფეხურზე დისტანციურია სწავლებაა.
ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას უმაღლესებში და პროფესიულებში არადისტანციური სწავლების განახლების შესახებ უახლოეს მომავალში გაცნობებთ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.