მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმოქმედო სესხები გაორმაგებულია - რომელ ბანკებში არის ყველაზე მაღალი ზრდა?

603d3794aff9c
შოთა ტყეშელაშვილი
02.03.21 19:20
5650
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სხდომის გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2020 წლის კრიზისის ფონზე, ქვეყანაში უმოქმედო სესხების მოცულობა წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია და საბანკო სისტემის 8.4%-ს შეადგენს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, საბანკო სისტემაში არსებული უმოქმედო სესხები 2021 წლის პირველ ნახევარში სავარაუდოდ 10%-საც მიაღწევს.

როგორც ფინანსური მაჩვენებლებიდან ჩანს, არსებული მდგომარეობით, უმოქმედო სესხების წილი ყველაზე მაღალი ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ბანკშია”, სადაც პორტფელის 900-მილიონიანი საკრედიტო პორტფელის 35% უმოქმედოდ არის კატეგორიზებული, თუმცა წლიურ ჭრილში “ქართუში” უმოქმედო სესხების მოცულობა მხოლოდ 2.2 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიზისამდეც, "ქართუ" ამ მხრივ პირველ ადგილზე იყო. რაც შეეხება წლიურ ჭრილში ყველაზე მაღალ მატებას, ამ კუთხით პირველ ადგილზეა “პაშა ბანკი”, სადაც უმოქმედო სესხები 7.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ასეთივე ზრდა არის “სილქ როუდ ბანკში”. სისტემურ ბანკებში - “საქართველოს ბანკსა” და “თიბისი ბანკში” 2020 წლის განმავლობაში 4.6 და 3.8 პროცენტული პუნქტით არის უმოქმედო სესხების მოცულობა გაზრდილი. ოფიციალური კლასიფიკაციით, “უმოქმედო სესხად” ითვლება “არასტანდარტული, საეჭვო და უიმედო კატეგორიის” სესხები.

რომელ ბანკებში გაიზარდა უმოქმედო სესხები ყველაზე მეტად - რეიტინგი:


1) პაშა ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 7.4%, ზრდა 7.2%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 312.1 მლნ ლარი, ზარალი 2020-ში -23 მილიონი;


2) სილქ როუდ ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 26.7%, ზრდა 7.2%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 10.7 მლნ ლარი, ზარალი 2020-ში -1 მილიონი;



3) ზირაათ ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 8.4%, ზრდა 6.1%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 52.7 მლნ ლარი, მოგება 2020-ში 1 მილიონი;



4) საქართველოს ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 8.4%, ზრდა 4.8%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 12.55 მილიარდი ლარი, მოგება 2020-ში 57 მილიონი;



5) თიბისი ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 7.7%, ზრდა 4.6%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 13.98 მილიარდი ლარი, მოგება 2020-ში 123 მილიონი;



6) ბაზისბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 7.7%, ზრდა 3.8%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 1 მილიარდი ლარი, მოგება 2020-ში 6 მილიონი;



7) ფინკა ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 9.3%, ზრდა 3.4%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 183.3 მლნ ლარი, ზარალი 2020-ში -3 მილიონი;



8) ხალიკ ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 12.0%, ზრდა 2.9%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 479.9 მლნ ლარი, ზარალი 2020-ში -13 მილიონი;



9) ქართუ ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 35.0%, ზრდა 2.2%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 914.4 მლნ ლარი, ზარალი 2020-ში -25 მილიონი;


10) ვითიბი ბანკი ჯორჯია - უმოქმედო სესხების მოცულობა 8.0%, ზრდა 1.8%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 1.3 მილიარდი ლარი, ზარალი 2020-ში -15 მილიონი;



11) ტერაბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 7.2%, ზრდა 1.7%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 872.5 მლნ ლარი, ზარალი 2020-ში -14 მილიონი;



12) ლიბერთი ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 6.2 %, ზრდა 1.2 %, მთლიანი საკრედიტო პორტფელი -1.55 მილიარდი ლარი, ზარალი 2020-ში -15 მილიონი;



13) კრედო ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 1.8%, ზრდა 0.8%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 1 მილიარდი ლარი, მოგება 2020-ში 14 მილიონი;



14) პროკრედიტ ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 4.2%, ზრდა 0.7%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 1.3 მილიარდი ლარი, მოგება 2020-ში 4 მილიონი;


15. იშ ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 2.6%, კლება -1.1%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 218.1 მლნ ლარი, მოგება 2020-ში 3 მილიონი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები