მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა აღდგეს თუ არა საპოლიციო გამოსახლების წესი? - რაქვიაშვილის მოსაზრება

6335bdcdc551c
თათია ჩაფიჩაძე
29.09.22 22:00
1919
პარლამენტის დეპუტატის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ მომავალ კვირაში პარლამენტს საპოლიციო გამოსახლების წესის აღდგენის მიზნით მომზადებული კანონპროექტით მიმართავს.

როგორც რაქვიაშვილმა „საქმიანი დილას“ ეთერში განაცხადა, პრობლემა წლებია არსებობს, თუმცა მან მწვავე ხასიათი რუსი მიგრანტების გაზრდილი შემოსვლის შემდეგ მიიღო რომელიც სასწრაფო მოგვარებას საჭიროებს.

„რატომ გავაუქმეთ ეს წესი თავის დროზე? მევახშეებისგან ვიცავდით მოქალაქეებს, რომლებმაც ბინა დაკარგეს. არა და ჩვეულებრივი ამბავი იყო, შეიძლება ადამიანი რისკზე წავიდეს და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. თუმცა ქვეყანაში ისეთი სიტუაცია იყო, თითქოს ამით კარგი საქმე გავაკეთეთ. იმის შემდეგ ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ომის დაწყებამდეც, როცა ადამიანი ქირას არ იხდიდა და ამ ნორმას ბოროტად იყენებდა. ახლა უბრალოდ სიტუაცია დამძიმდა. ჩამოდის რუსეთის მოქალაქე, რომელმაც შეიძლება ქირის გადახდის გარეშე იცხოვროს და მერე გადავიდეს სომხეთში, გინდა ჯარიმა გამოუწერე და გინდა უჩივლე. ამიტომ პრობლემა კიდევ უფრო მძაფრია და ეს უნდა მოგვარდეს.

ჩვენ ვმუშაობთ პარლამენტში კოლეგებთან ერთად რომ ეს ნორმა გავაუქმოთ, რადგან ეს ფასია პოპულიზმის, რომელსაც ახლა ნათლად ვიხდით. არ ვიცი დამიჭერენ თუ არა მხარს უმრავლესობის წევრები, რადგან იგივე პოპულისტური არგუმენტები გაჩნდება თუმცა თუ ვხედავთ, რომ შეცდომა დავუშვით, ეს უნდა გამოვასწოროთ. თუ უმრავლესობა ჩათვლის, რომ პრინციპულად მიუღებელია ე.ი. უარს გვეტყვიან, მაგრამ თუ დისკუსია დაიწყება, შეიძლება კომპრომისული ვერისა შემუშავდეს. თუ ყველაფერი რიგზე იქნება, შემდეგ კვირაში შევიტანთ კანონპროექტს და მერე ვნახოთ პროცესები რა სისწრაფით წავა,“ - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის: საკუთრებიდან საპოლიციო გამოსახლება 2015 წლიდან აღარ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ პირმა, რომელმაც ბინა იქირავა და თანხას ვერ ან არ იხდის, გამქირავებელმა პოლიციის ნაცვლად სასამართლოს უნდა მიმართოს.

"სახელმწიფომ 2015 წელს გაუაზრებელი შეცდომა დაუშვა" - ქეთი ქვარცხავა საპოლიციო გამოსახლების გაუქმებაზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები