მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უნდა დავსვათ კითხვები - ვისი ბრალია ამ დავების დაწყება?!“ - რუსლან ხოროშვილი საარბიტრაჟო დავებზე

629cff2594b17
თელარა გელანტია
05.06.22 23:05
937
„ბიზნესს არასდროს სურს, ედაოს იმ ქვეყანას, სადაც აკეთებს ბიზნესს“, - ასე აფასებს აუდიტორული კომპანია „Ernst & Young საქართველოს“ მმართველი პარტნიორი რუსლან ხოროშვილი „Forbes კვირასთან“ ინტერვიუში ბოლო 10 წლის განმავლობაში უცხოელი ინვესტორების მიერ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟებში დაწყებულ საინვესტიციო დავებს.

საქმე ის არის, რომ BMG-ის მიერ იუსტიციის სამინისტროსდან ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ბოლო ათ წელიწადში ინვესტორებთან წაგებულ და მორიგებით დასრულებულ დავებში საქართველოს 48 მლნ დოლარის, 9 მლნ ევროს და 1.1 მლნ გირვანქა სტერლინგის გადახდა დაეკისრა. ამასთან, ბოლო 10 წელიწადში საარბიტრაჟო დავებში იურიდიული მომსახურებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯულია 161 მლნ ლარი. აღსანიშნია ისიც, რომ ამ დროისთვის, საერთაშორისო არბიტრაჟში კიდევ 6 საჯარო დავა მიმდინარეობს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„ეს დავები ხომ რაღაც გადაწყვეტილებების შედეგად არის წარმოშობილი?! ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ დავებში ვიცავთ საქართველოს ინტერესებს და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ამავე დროს უნდა დავსვათ კითხვები - ვისი ბრალია ამ დავების დაწყება?! ვისი გადაწყვეტილებების გამო წარმოიშვა ეს დავები?! მითუმეტეს როდესაც ბიზნესი ედავება სახელმწიფოს, ეს ძალიან ცუდი ტონია. ამას ბიზნესი აკეთებს მაშინ, როდესაც გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდება და სხვა გზა არაა. ბიზნესს არასდროს სურს, ედაოს იმ ქვეყანას, სადაც აკეთებს ბიზნესს“, - აცხადებს რუსლან ხოროშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები