მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა გადავლახოთ ეკონომიკური კრიზისი და 2024 წლისთვის მზად ვიყოთ ხმამაღალი განაცხადისთვის - გახარია

60092cc8ee23d
ინგა მურუსიძე
21.01.21 11:24
546
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ქვეყნის პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენა.

მისივე თქმით, მთავრობას სხვადასხვა პლატფორმაზე უწევს ბრძოლა და პირველ რიგში ეს არის გლობალური ეკონომიკური კრიზისი.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში გამოყოფილი იყო პირდაპირი, აშკარა პრიორიტეტები, რაც არის ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაცია, ეკონომიკური გაძლიერება, დეოკუპაცია და ინტეგრაცია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ქვეყნის პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენა. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი მიზნის, ევროპული ინტეგრაციის მიღწევისთვის ქვეყნის ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისევე, როგორც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ყველა ეკონომიკური რეფორმის ეფექტურობა უახლოეს წლებში იქნება მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ქვეყანამ უნდა გადალახოს ეკონომიკური კრიზისი და ასევე 2024 წლისთვის ქვეყანა ეკონომიკურად უნდა იყოს მზად ხმამაღალი განაცხადის გასაკეთებლად, ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის.

მთავრობის მეთაურმა კოორდინირებული მუშაობისთვის ვიცე-პრემიერები წარადგინა - ეკონომიკური მიმართულებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ხოლო საგარეო პოლიტიკის და დეოკუპაციის მიმართულებით საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები