მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა ვიყოთ კერძო სექტორის პარტნიორები - ეკატერინე ტიკარაძე

5f33a14f41d28
ვიქტორია მღებრიშვილი
12.08.20 12:15
1081
დღიურ რეჟიმში სხვადასხვა სექტორში, სხვადასხვა სტატისტიკით ჩვენ გვაქვს 20-მდე დარღვევა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სასტუმროებისა და რესტორნების მხრიდან რეკომენდაციების დარღვევას შეეხებოდა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ზუსტი რიცხვის თქმა, ამ დროისთვის რამდენმა ობიექტმა დაარღვია წესები, გაუჭირდება.
„გამიჭირდება გითხრათ ჯამური რიცხვი, რამდენი ბიზნესსუბიექტი არ ასრულებს იმ რეგულაციებს, რომლებიც გაწერილია სამინისტროს შესაბამისი უწყებების მიერ, მაგრამ დღიურ რეჟიმში ჩვენ გვაქვს 20-მდე დარღვევა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების შედეგად არ მივიღოთ ჩაკეტილი ეკონომიკა, კერძო და საჯარო სექტორებმა უნდა ითანამშრომლონ.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია კერძო სექტორი, რომელიც კოვიდ პანდემიის შედეგად ისედაც მნიშვნელოვნად დაზარალებულია ეკონომიკურად, უნდა ვიყოთ მათი პარტნიორები იმისთვის, რომ შემდეგ არ დაგვჭირდეს აღმკვეთი ან დაჯარიმების ღონისძიებები. ასევე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო შედეგად, არ მივიღოთ ისევ ჩაკეტილი ქვეყანა ჩაკეტილი ეკონომიკა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები