მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

United Airlines-ი სამგზავრო ზებგერითი თვითმფრინავების გამოყენებას 2029 წლიდან განიხილავს

60ba418885ee5
ნათია თაქთაქიშვილი
05.06.21 00:30
1093
აშშ-ს წამყვანი ავიაკომპანია United Airlines-ი აცხადებს, რომ კომპანია 15 ზებგერითი სამგზავრო თვითმფრინავის გამოყენებას 2029 წლიდან გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, United Airlines-ი ყველაზე სწრაფი თვითმფრინავების შეძენას Boom Supersonic-ისგან განიხილავს. Boom Supersonic-ი ზებგერით თვითმფრინავების შექმნაზე მუშაობას 2025 წელს დაასრულებს, ხოლო 2026 წლიდან თვითმფრინავები სატესტო რეჟიმში გაეშვება. მგზავრების გადაყვანა კი 2029 წლისთვის იგეგმება.

CNN-ი წერს, რომ ზებგერითი თვითმფრინავები აშშ-ში ცენტრალური აეროპორტებიდან მგზავრების გადაყვანას ლონდონის მიმართულებით 3,5 სთ-ში შეძლებენ, ხოლო სან-ფრანცისკოდან ტოკიომდე 6 სთ დასჭირდებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, Boom Supersonic-ის ზებგერითი თვითმფრინავები 100%-ით მდგრადი საავიაციო საწვავით (SAF) იფრენენ, რაც შესაძლებელს გახდის ნახშირორჟანგის გამოყოფა მინიმუმადე შემცირდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები