მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უორენ ბაფეტმა კომპანია Occidental Petroleum-ში ინვესტიცია გაზარდა

640840d179676
გიორგი თოლორდავა
09.03.23 01:20
813
ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის, უოროენ ბაფეტის საფინანსო ჰოლდინგმა Berkshire Hathaway-მ ენერგეტიკულ კომპანია Occidental Petroleum-ში ინვესტიცია დამატებით $355 მილიონით გაზარდა. საინვესტიციო ჰოლდინგი ამჟამად ენერგოგიგანტის 22.2%-იან წილს ფლობს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ენერგეტიკული ბაზრისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიებისგან Berkshire-მა სპეციალური ნებართვა მიიღო, რომელიც საფინანსო ჰოლდინგს Occidental-ის 50%-იანი წილის შეძენის უფლებას აძლევს.

ექსპერტთა ნაწილის ვარაუდით, 50%-იანი წილის შეძენის შემდეგ, Berkshire-ი Occidental-ს სრულად გამოისყიდის და მის მრავალფეროვან საინვესტიციო პორტფელს კიდევ ერთი წარმატებული კომპანიით გაამდიდრებს.

ბაფეტის მიერ კომპანიის აქციების შეძენის სიახლე, ბუნებრივია, ინვესტორებმა და ტრეიდერებმა პოზიტიურად მიიღეს - საფონდო ბირჟის გახსნიდან რამდენიმე საათში Occidental Petroleum-ის აქციების ღირებულება თითქმის 2%-ით გაიზარდა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი $55-მილიარდიან ნიშნულს მიაღწია. 

საგულისხმოა, რომ ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის წინამძღოლობით Berkshire Hathaway მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო ჰოლდინგად იქცა - ის ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში, $683-მილიარდიანი კაპიტალიზაციით, მეექვსე ადგილს იკავებს.

"ომაჰელი ორაკული“ ექსპერტთა დიდი ნაწილის შეფასებით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული და გონიერი ინვესტორია. Forbes-ის მიერ ბაფეტის ქონება $108 მილიარდადაა შეფასებული. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ის მეხუთე ადგილს იკავებს.

საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები