მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალ საწარმოებს დააფინანსებს

5d8355b3ba47d
BM.GE
19.09.19 14:25
5608
"საპარტნიორო ფონდისა" და "USAID Zrda"-ს ერთობლივი პროექტით საოკუპაციო გამყოფი ზოლის (ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი) მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება. პროექტს "საპარტნიორო ფონდის" შვილობილი კომპანია "სტარტაპ საქართველო" განახორციელებს.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) პროექტის ფარგლებში სახელწოდებით, "ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში", გრანტის სახით 500 000 აშშ დოლარს გამოჰყოფს, რომლითაც "სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებულები დაფინანსდებიან.

როგორც "საპარტნიორო ფონდში" განმარტავენ, დამწყებ მეწარმეებს შანსი ეძლევათ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნესები წამოიწყონ.

პროექტ "სტარტაპ საქართველოს" მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს, რომლებიც საკუთარ ბიზნეს საქმიანობას საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარედ აწარმოებენ, "USAID Zrda" "საპარტნიორო ფონდისგან" მიღებულ დაფინანსებას გრანტით გაუორმაგებს.

"საპარტნიორო ფონდისა" და "USAID Zrda"-ს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია სიმბოლურად, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრში შედგა.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში მეწარმეობის განვითარება, რაშიც დიდი წვლილი სახელმწიფომ უნდა შეიტანოს. რეგიონების განვითარება "საპარტნიორო ფონდის" სტრატეგიული მიმართულებაა და ამ მხრივ, სწორედ პრიორიტეტულია გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლების ეკონომიკური გაძლიერება, ადგილობრივების დასაქმება და ახალგაზრდების გააქტიურება", – განაცხადა "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ.

სტარტაპერებისთვის „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივ პროექტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება „სტარტაპ საქართველოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.startup.gov.ge უკვე შესაძლებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები