31 იანვარს, 16:00 საათზე, სასტუმრო პულმანში USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა Mastercard-თან და საქართველოს ფინტექ ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, „Tap On phone“ ინიციატიცის პრეზენტაციას მართავს. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოხდება მასტერქარდის ფინანსური განათლების პროექტის პრეზენტაციაც.
Tap On phone-თან დაკავშირებული თანამშრომლობის ფარგლებში, მოხდება 250-მდე მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ჩართვა Mastercard-ის „Tap on Phone“ აპლიკაციაში, რომელიც მათ საშუალებას მისცემს გამოიყენონ სმარტფონები უნაღდო გადახდების მიღებისთვის. აპლიკაცია არის POS ტერმინალების ალტერნატივა, რომელიც მეწარმეებს ეხმარება განახორციელონ უნაღდო ტრანზაქციები მეტად შეღავათიანი და ეფექტური გზით. Tap On Phone ტექნოლოგიის გამოსაყენებლად, საჭიროა მხოლოდ ანდროიდის ტიპის სმარტფონში ჩამოტვირთული აპლიკაცია - ამის შემდეგ, მოწყობილობა POS ტერმინალის ჩამნაცვლებელი გახდება.
ინიციატივის მიზანია მეწარმეებისთვის ციფრული გადახდების გამარტივების უზრუნველყოფა, ასევე კომპანიების ფინანსურ ტექნოლოგიების სექტორში ჩართვის წახალისება, რაც საბოლოო ჯამში ბიზნესებს დაეხმარებათ გაზარდონ გაყიდვები და შემოსავლები, ასევე გაზარდონ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და მოახდინონ ხარჯების ოპტიმიზაცია. პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში „ციფრული გადახდის გამოცდილების“ ჩამოყალიბებასა და ზოგადად ფინანსური ტექნოლოგოების განვითარებას.
„USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა მოხარულია რომ თანამშრომლობს Mastercard - თან, რათა ერთიანი ძალისხმევით საფუძველი ჩვუყაროთ საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ზრდას მათი ციფრული ეკონომიკის, ფინანსური მდგრადობისა და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობის გზით, ასევე ტექნოლოგიების, ციფრული აქტივებისა და სერვისების გამოყენებით. ჩვენი პარტნიორობა Mastercard-თან უზრუნველყოფს MSME-ების წვდომას ფინტექის ინსტრუმენტებზე, ციფრული გადახდის მეთოდების ჩათვლით.
პროექტი „Tap on Phone” კი წარმოადგენს სწორედ იმ ინიციატივას, რომლის მეშვეობით მეწარმეები შეძლებენ სწორ განვითარებას და ასევე დაეხამრება ციფრულ ტრანსფორმაციაში.“ - აღნიშნავს მარკ მაკკორდი, USAID ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი.
„Tap on Phone“ და ფინანსური განათლების პროექტის ინიციატივების პრეზენტაციებს 80-მდე სტუმარი დაესწრება, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორიდან.
„უკვე 22 წელზე მეტია, რაც Mastercard ქართულ ბაზარზე ოპერირებს. ამ დროის განმავლობაში, ჩვენს სახელს უკავშირდება მრავალი ინოვაციური გადახდის მეთოდი. ახლა, ისევე, როგორც ყოველთვის, ჩვენ ორიენტირებულები ვართ ქართული ბიზნეს და ტექნოლოგიური გარემოს გაუმჯობესებაზე.
Tap on Phone ბიზნესებს საშუალებას აძლევს დაიწყონ უნაღდო გადახდები, გაზარდონ გაყიდვები, შემოსავლები და ტექნოლოგიურად განვითარდნენ. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ USAID-თან და საქართველოს ფინტექ ასოციაციასთან ერთად ვიწყებთ ამ უნიკალურ პროექტს, რომელიც ქართულ ბაზარზე არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესებს, განვითარებასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში დაეხმარება“. - აღნიშნავენ მასტერქარდში.
„ჩვენთვის დიდი პატივია ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობა, როგორებიც არიან Mastercard და USAID. ჩვენ გვაკავშირებს სურვილი, რომ ადგილობრივი ბაზრის მცირე და საშუალო მეწარმეებს შესაძლებლობა მივცეთ მიიღონ წვდომა მარტივ, სწრაფ და, რაც მთავარია, სანდო ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე. Tap on Phone სწორედ ერთ-ერთი მათგანია. ვფიქრობთ, ეს თანამშრომლობა ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის, ვიტყოდით - რევოლუციურიც კი გახდება“. - დავით კიკვინიძე, საქართველსო ფინტექ ასოციაცია.
USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: USAID არის მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო. საქართველოსთან პარტნიორობის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, USAID-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ტრანსფორმაციას განვითარებად დემოკრატიად, რომელიც სულ უფრო მეტად არის ინტეგრირებული დასავლურ პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ ინსტიტუტებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ: 5-წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ. პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ. https://www.facebook.com/EconSecProgram
Mastercard-ის შესახებ: Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com
NS