უშგულსა და ლენტეხში სტიქიას ებრძვიან. სვანეთში წყალდიდობის გამო, რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
სტიქიასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:
„სტიქიური მოვლენების განვითარების შედეგად, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფელ საყდართან), ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ხიდი და საავტომობილო გზა. რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
- ასევე, ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ენგურმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კმ-ზე (კალა-იფარი) რკინა-ბეტონის ხიდს გამოურეცხა მარცხენა ბურჯის საყრდენი. აღნიშნულ მონაკვეთზეც აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
- საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე სწავლობენ ვითარებას და ამუშავებენ გეგმას, როგორც სტიქიის სალიკვიდაციო, ისე გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს საავტომობილო მომისვლა“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.