მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უწყებები, რომლებიც ინფორმაციის საჯაროობის კუთხით ყველაზე დახურულია - IDFI-ის ანგარიში

5f2280260a173
ვიქტორია მღებრიშვილი
30.07.20 13:10
1075
იუსტიციის სამინისტროს მთლიანი სისტემა და ფინანსთა სამინიტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახელმწიფო ხაზინა - ეს უწყებები "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ დღეს წარდგენილი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით საჯარო უწყებებს შორის ყველაზე დახურული დაწესებულებებია.

როგორც IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, იუსტიციის სამინისტროს სისტემამ უპასუხოდ დატოვა მათ მიერ გაგზავნილი 300-ვე მოთხოვნა, ხოლო ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინამ მათ მიერ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის 24 მოთხოვნას არ უპასუხა და არ შეასრულა ვალდებულება. 

ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა - 24%-მა - უპასუხოდ დატოვა ან უარი განაცხადა შიდა აუდიტების ანგარიშების მოწოდებაზე. რიგით მეორე, ყველაზე დახურული ინფორმაცია საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებული პირების ბიოგრაფიული მონაცემების (сv) და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების გაცემასთან იყო დაკავშირებული;

ამავე ანგარიშში აღნიშნუალია, რომ 2019 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი (83%) ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს 100%-იანი მაჩვენებლის მქონე საჯარო დაწესებულების რიცხვი წინა წელთან შედარებით, დაახლოებით განახევრდა;

2019 წელს ადგილობრივი თვითმმართველობებიდან მიღებული სრულყოფილი პასუხები 10%-ით შემცირდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 11%-ით გაიზარდა.

ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ცენტრალური დაწესებულებებიდან ყველაზე მეტად ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი ფინანსთა სამინისტრომ (+30,63%) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ (+29.92%) გააუმჯობესა. ხოლო ეს მაჩვენებელი ყველაზე მეტად მთავრობის ადმინისტრაციამ (-23,16%) გააუარესა;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები