უზბეკეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით რეფერენდუმი 30 აპრილს უნდა ჩატარდეს. ამას გარდა, საკონტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტის ვადის გახანგრძლივებას 5-დან 7 წლამდე ითვალისწინებს, მაშინ როცა მოქმედ პრეზიდენტს, მირზოევს ვადა 2026 წელს ეწურებოდა.
საკონსტიტუციო ცვლილებებით უზბეკეთი ცხადდება “სოციალურ სახელმწიფოდ", რაც გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან მოქალეების მიმართ თითქმის გასამმაგებული ვალდებულებების აღებას.
მოსალოდნელია, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, სადაც ხელისუფლება მკაცრად ცენტრალიზებულია, საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ, შესაბამისად, მოქმედ პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება კიდევ ორი ვადით დარჩეს თანამდებობაზე.