მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაფასებთ საქართველოს პოლიციის თანამშრომლობას სავიზო თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლაში - საელჩო

62147ce2bc11b
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.22 10:12
634
თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა აშშ-ის ვიზის თაღლითურად აღების დახმარების გამო ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს პოლიციის მხრიდან გამორჩეულ თანამშრომლობას სავიზო თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„გასულ კვირას თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა თაღლითობაში ეჭვმიტანილი პიროვნება, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება, სავარაუდოდ, საქართველოს ორი მოქალაქისთვის ფულის სანაცვლოდ ვიზების აღებაში დახმარების გამო. ეს საქმე აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან ახლო თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია და წარმოაჩენს საქართველოს შესაძლებლობებს სავარაუდო ყალბი დოკუმენტაციის გამოძიებაში.

აშშ-ის საელჩო შეახსენებს პოტენციურ აპლიკანტებს, რომ მსგავსი ტიპის მოვაჭრეებს არ აქვთ სავიზო პროცესში დახმარების უნარი. ვიზისა და დოკუმენტაციის გაყალბება დანაშაულია, რომელსაც აშშ-სა და საქართველოს ხელისუფლება ძალიან სერიოზულად ეკიდება“, - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები