მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაკვირდებით ტენდენციას, როცა პრეზიდენტის უფლებამოსილებები ორგანული კანონებით იზღუდება - მსხილაძე

64a29a88c4084
BM.GE
03.07.23 13:57
390
ბოლო დროს ვაკვირდებით ტენდენციას, როდესაც პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების შეზღუდვა ორგანული კანონებით ხდება - ეს ტენდენცია შეიმჩნევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესში, - აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

მსხილაძის შეფასებით, მმართველი უმრავლესობის ინიციატივით “საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები პრეზიდენტის როლს ამცირებს.

“ეუთო-ოდირი და ვენეციის კომისია რეკომენდაციებში მოგვიწოდებს და პირდაპირ გვეუბნება, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს არაპარატიული წევრების არჩევა კონსესუსის გზით მოხდეს. ასევე, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შუალედური ანგარიშის მიხედვით პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომ ცესკოს თავმჯდომარე კონსესუსის გზით იყოს არჩეულიყო“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ და დასძინა, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევა არ შეიძლება.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. 

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები