მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვაქცინაციაზე მთავრობის მხრიდან მეტი პროპაგანდაა საჭირო“ – „კუმისის“ დირექტორი

612e25bf260c0
ლიკა გურაბანიძე
02.09.21 09:00
905
„კუმისის” მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორი გოგიტა მაისურაძე თანამშრომელთა ვაქცინაციის ტემპით კმაყოფილი არაა. მისი თქმით, ქარხანაში დასაქმებულების 50%-ია აცრილი, რაც მცირე მაჩვენებელია.

„კომპანიაში 210 თანამშრომელია, საიდანაც ადმინისტრაცია 40 ადამიანს ითვლის, ისინი სრულად არიან არიან, თუმცა რიგით თანამშრომლებში აცრილთა წილი 50%-ია, რაც ცოტაა. მიზეზი ვაქცინის მიმართ უნდობლობაა და რთულია ისინი ამაში დაარწმუნო. ჩვენ ვცდილობთ, თათბირებზე ვესაუბროთ ვაქცინის დადებით თვისებებზე, მაგრამ ზოგიერთს საერთოდ არ უნდა აცრა. ეს ინფორმაციის ნაკლებობამ გამოიწვია და მთავრობის მხრიდან მეტი პროპაგანდაა საჭირო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე“, - ამბობს bm.ge-სთან გოგიტა მაისურაძე.

რაც შეეხება პანდემიის პირობებში კომპანიის საქმიანობას, „კუმისის”დირექტორი გვიყვება, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში წარმოება, დაახლოებით, 20-25%-ით შეუმცირდათ.

„ძველ ნიშნულებზე დაბრუნების იმედი მაქვს, თუმცა ამისთვის ვაქცინაცია და პანდემიის დასრულებაა საჭირო. დარწმუნებულები ვართ, ერთი წლის შემდეგ წარმოების მასშტაბებს გავზრდით“, - დასძინა მან.

მისივე თქმით, კვერცხის ფასი გააძვირეს და ამის მიზეზი, ფრინველის საკვებზე იმპორტდამოკიდებულება და შედეგად გაძვირებული ნედლეულია.

„კვერცხის ფასი სტაბილური ვერასდროს იქნება, ჩვენ ფრინველის საკვებზე იმპორტდამოკიდებულები ვართ. ახლა ფასების შენარჩუნებას მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე ვცდილობთ, თუმცა ის უკვე გავაძვირეთ. ვცდილობთ ფასი რამდენჯერმე არ გავზარდოთ, თუმცა კომპანია წაგებაზე ვერ იმუშავებს“, - აღნიშნა გოგიტა მაისურაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები