მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის ფინანსური წახალისების პროგრამა მარტის ბოლომდე გაგრძელდა - NCDC

6228863000d0a
ინგა მურუსიძე
09.03.22 15:08
978
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წახალისების პროგრამა 31 მარტამდე გაგრძელდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 200-ლარიანი წახალისების პროგრამით სარგებლობა 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინაციის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ შეუძლიათ.

ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ბუსტერის გაკეთების შემთხვევაში, 100 ლარს მიიღებენ. იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი საპენსიო ასაკს არ შეესაბამება, სოციალური სააგენტო "ლიბერთი ბანკთან" არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშებს თავად გაუხსნის.

ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge; ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები