მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის პროგრამა გრძელდება - თამარ გაბუნია

6336d5130f6f4
BM.GE
30.09.22 15:36
428
ვაქცინაციის პროგრამა გრძელდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის სრულად აცრილია მოსახლეობის 45%.

„ვაქცინაციის პროგრამა გრძელდება, მიმდინარეობს ექიმების აქტიური ტრენინგები იმისთვის, რომ მოხდეს შეთავაზება ყველა პაციენტისთვის, განსაკუთრებით კი მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებისთვის. დღეისთვის NCDC-საწყობში არის სამი სახის ვაქცინა: „ფაიზერი“, რომელსაც ვადა წლის ბოლომდე აქვს, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, რომელთა ვარგისიანობა 2023-2024 წლების ბოლომდეა. ვაქცინაციის პროგრამა გრძელდება და ბუსტერ-დოზების მნიშვნელობა დღეს განსაკუთრებით მაღალია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი განმარტებით, ვადის გასვლის შემდეგ, "ფაიზერი" იანვრიდან კვლავ შემოვა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები